კონფიდენციალურობა
ჩვენი კომპანიისთვის მნიშვნელოვანია თქვენი პერსონალური ინფორმაციის უსაფრთხოება და იმის უზრუნველყოფა, რომ თქვენ გესმოდეთ, თუ როგორ ხდება ამ ინფორმაციის გამოყენება. კონფიდენციალობის მიზანია განგიმარტოთ როგორ გამოიყენება და შეინახება ის პერსონალური ინფორმაცია, რომლის გაზიარებასაც თქვენ ახდენთ ჩვენთვის www.mybrewery.ge ვებგვერდის საშუალებით.
თქვენი პერსონალური მონაცემების დამმუშავებელი არის:
კომპანია „ჩემი ლუდსახარში“
იურიდიული მისამართი: ქ.თბილისი, ნინოშვილის ქ.3ბ
ვებ-გვერდი: www.mybrewery.ge
ელ.ფოსტა: contact@mybrewery.ge
ინფორმაციის დაცვა
თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია შეიძლება დამუშავდეს და შენახულ იქნეს შპს „სანნა“-ს კომპიუტერებში ან სხვა საშუალებით. „თქვენს ინფორმაციაში“ ჩვენ ვგულისხმობთ პერსონალურ და ფინანსურ ინფორმაციას, რომელსაც ჩვენ (ა) ვიღებთ თქვენგან ან მესამე პირებისგან თქვენი თანხმობის საფუძველზე (როგორიცაა ბანკები, საკრედიტო ორგანიზაციები და სხვა). ყველა სახის პირადი ინფორმაციის მოპოვება მოხდება მხოლოდ თქვენი თანხმობის საფუძველზე. ინფორმაციის გადაცემა მესამე პირებზე ასევე არ მოხდება თქვენი თანხმობის გარეშე. გამონაკლისი შესაძლოა გახდეს კანონით დადგენილი შემთხვევები.
ჩვენ მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება ხდება მხოლოდ ვებ-გვერდზე პროდუქტის შეძენის ან/და მომსახურების განხორციელების მოთხოვნის შემთხვევაში.
პერსონალურ მონაცემთა დამუშავების მიზანი:
• პროდუქციის შეძენა და მიტანა დანიშნულების ადგილას;
• პირდაპირი მარკეტინგული მიზნებისთვის;;
• ონლაინ განვადება;
• პროდუქციის საგარანტიო მომსახურება;
• თქვენი საჩივრებისა და პრეტენზიების განხილვის მიზნით.
თქვენ გაქვთ უფლება ნებისმიერ დროს მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების
პირდაპირი მარკეტინგული მიზნებისათვის გამოყენების შეწყვეტა. თუ გსურთ ამ უფლების
გამოყენება, გთხოვთ მოგვწეროთ მისამართზე info@mybrewery.ge.
ინფორმაციის შეგროვება
ვებ-გვერდის ზოგიერთი ფუნქციის გამოსაყენებლად მოითხოვება რეგისტრაცია. თუ თქვენ რეგისტრირდებით ან დარეგისტრირებული ხართ ჩვენი ონლაინ მომსახურების მიმღებად, ამავე
დროს ირჩევთ მოგვაწოდოთ გარკვეული სახის პირადი ინფორმაცია, როგორიცაა: თქვენი სახელი, მისამართი, ელექტრონული ფოსტა და ტელეფონის ნომერი. რეგისტრაციის პროცესში თქვენ შეგიძლიათ შექმნათ და შეინახოთ, შეცვალოთ ან წაშალოთ პირადი მონაცემები, რომლებსაც მიუთითებთ ვებ-გვერდზე. ასევე შეგიძლიათ პაროლის შეცვლა ნებისმიერ დროს. უფლებას ვიტოვებთ ჩავიწეროთ ან/და მონიტორინგი გავუწიოთ ჩვენ შორის განხორციელებულ სატელეფონო ზარებს და ელექტრონულ მიმოწერას, იმისათვის რომ მოხდეს ინსტრუქციების
გადამოწმება და დაზუსტება იმისა, რომ ვაკმაყოფილებთ ჩვენი მომსახურების სტანდარტებს. თქვენ გაქვთ უფლება, მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და განადგურება. ჩვენ ასევე შესაძლოა გამოვიყენოთ მცირე ზომის ფაილები, რომელიც ინახება მომხმარებლის მყარ დისკზე, როგორც მომსახურების შემადგენელი ნაწილი, რათა უზრუნველვყოთ კლიენტების შესახებ ინფორმაციის მიღება და კლიენტების დაცვა ონლაინ რეჟიმში მათი ანგარიშების არასანქცირებული გამოყენებისაგან. ამასთან, ჩვენ არ ვიყენებთ კლიენტის კომპიუტერში არსებულ ფაილებს პირის მიერ ინტერნეტით სარგებლობის მონიტორინგისათვის.