რა მჭირდება ლუდის მოსახარშად

რა მჭირდება ლუდის მოსახარშად

ლუდის ხარშვის დაწყებისას პირველი კითხვა ასეთია: რა მჭირდება ლუდის მოსახარშად? პასუხი იმაზეა დამოკიდებული, რომელ გზას აირჩევთ — ალაოს ექსტრაქტით ხარშვას თუ მარცვლეულით (all-grain) ხარშვას. ქვემოთ ორივესთვის სრული სიაა.

ალაო თუ ალაოს ექსტრაქტი — რა განსხვავებაა

  • ალაოს ექსტრაქტი უკვე მომზადებული, კონცენტრირებული ტკბილია. ხსნით წყალში, ამატებთ საფუარს და დუღილი იწყება. მარტივია, სწრაფია და ძვირ აღჭურვილობას არ მოითხოვს — დამწყებთათვის იდეალურია.
  • მარცვლეულით ხარშვისას ტკბილს თავად ამზადებთ დაღერღილი ალაოთი: ალაო ცხელ წყალში იყრება (ილესება), იფილტრება და მიღებული ბადაგი სვიასთან ერთად იხარშება. პროცესი მეტ დროსა და აღჭურვილობას მოითხოვს, სამაგიეროდ რეცეპტს სრულად თქვენ აკონტროლებთ.

სია 1: ალაოს ექსტრაქტით ხარშვა

ინგრედიენტები

ინვენტარი

ნაბიჯ-ნაბიჯ ინსტრუქცია ჩვენს სტატიაშია „ლუდის მოხარშვა სახლში დამწყებთათვის“.

სია 2: მარცვლეულით ხარშვა

ყველაფერი პირველი სიიდან (ექსტრაქტის გარდა), პლუს:

ინგრედიენტები

  • საბაზისო ალაო — მაგალითად Pale Ale ან Pilsner — და სპეციალური ალაო ფერისა და გემოსთვის
  • სვია — სიმწარისა და არომატისთვის
  • პროტაფლოკი — გამჭვირვალე ლუდისთვის

აღჭურვილობა

ქვაბს თუ ავტომატურ სისტემას შორის არჩევაში დაგეხმარებათ სტატია „ავტომატური ლუდსახარში თუ ხელით აწყობილი სისტემა“, ალაოსა და სვიის შერჩევაში კი — „როგორ შევარჩიოთ ალაო და სვია ლუდისთვის“.

ჯერ გასინჯვა გსურთ?

თუ ჯერ გადაწყვეტილი არ გაქვთ, რა სტილი მოგწონთ, დაიწყეთ კარგი ლუდის დაგემოვნებით — ლუდის კატეგორიაში მთის ნისლის კრაფტ ლუდია.

ყველაფერი ერთ შეკვეთაში

ორივე სიის ნივთები ერთ შეკვეთაში შეგიძლიათ გააერთიანოთ: ინგრედიენტები, ინვენტარი და ლუდსახარშები. თბილისში, შემოგარენსა და რუსთავში თავად მოგიტანთ, იმავე ან მომდევნო სამუშაო დღეს; რეგიონებისთვის — თბილისში შეთანხმებულ ადგილამდე, მაგალითად ავტო- ან რკინიგზის სადგურამდე (მიწოდების პირობები).

ხშირად დასმული კითხვები

რომელი გზით დავიწყო?

თუ პირველად ხარშავთ, ალაოს ექსტრაქტით. ერთი-ორი წარმატებული პარტიის შემდეგ მარცვლეულზე გადასვლა ბევრად ადვილია.

შემიძლია ინგრედიენტები და ინვენტარი ერთად შევუკვეთო?

დიახ. ალაო, სვია, საფუარი და ინვენტარი ერთ შეკვეთაში ერთიანდება.

არ ვიცი, რომელი საფუარი ან ალაო მჭირდება. რა ვქნა?

დაგვირეკეთ +995 551 68 88 86 — სასურველი სტილის და გამოცდილების მიხედვით შეგირჩევთ.