პროდუქციის მიწოდების პირობები
პროდუქციის მიწოდება მომხამრებელზე ხორციელდება შემდეგი პრინციპით: ქ. თბილისის მაშტაბით, შემოგარენში, ახლომახლო მდებარე აგარეკებსა და ქ. რუსთავში მიწოდებას ახდენს კომპანია “MyBrewery”, ხოლო რეგიონებში მიწოდება ხორციელდება მყიდველის მიერ წინასწარ შერჩეულ ადგილამდე თბილისის მაშტაბით. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს ავტო ან რკინიგზის სადგური საიდანაც მყიდველი თავად უზრუნველყოფს ნივთის შემდგომ გადაადგილებას (შესაძლებელია ნივთის სასურველ მისამართამდე ფოსტით გაგზავნა, რისი შეთანხმებაც დამატებით ხდება მყიდველთან).
მიწოდება ხდება ნივთის შეძენიდან იმავე ან მეორე დღეს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით (შაბათ-კვირას შეძენილი ნივთი მყიდველს მიეწოდება ორშაბათს)..
მიწოდების სერვისით სარგებლობა ფასიანია, რაც აღნიშნული იქნება ყოველი კონკრეტული ნივთის ყიდვის დროს. ნივთის ყიდვის შემდეგ “MyBrewery”-ის ოპერატორი დაუკავშირდება მყიდველს სამუშაო საათებში 10:00-18:00 (ორშაბათი-პარასკევი) და შეათანხმებს ნივთის მოწოდების დროს. თუ ნივთის მოწოდებისას აღნიშნულ დროს მყიდველი არ იქნება მის მიერ მითითებულ მისამართზე, კომპანია ნივთს დააბრუნებს „საწყობში“ მისამართზე: ქ. თბილისი, დიდი დიღომი, ვახტანგ მე-6 ქუჩა №2, რის შემდეგაც მყიდველი ვალდებული იქნება ამ მისამართიდან გაიტანოს შეძენილი ნივთი.
პროდუქტის მიწოდების ღირებულება:
ქალაქის ცენტრალურ უბნებში - 10 ლარი
* მთაწმინდა, ვერა, ვაკე, საბურთალო, დიდუბე, ჩუღურეთი (მარჯანიშვილი), ნაძალადევი (ნახალოვკა), ავლაბარი, ორთაჭალა
ქალაქის სხვა უბნებში - 15 ლარი
* ლოტკინის დასახლება, თემქა, გლდანი, ნუცუბიძე, დიღმის მასივი, დიდი დიღომი, სანზონა, ისანი, სამგორი, ვაზისუბანი, ვარკეთილი, მეტრომშენის და ვაშლიჯვრის დასახლება, ქვემო ალექსეევკა.
ქალაქის შემოგარენის უბნები - 20 ლარი
* ლილო და ლილოს დასახლება, ორხევი, აეროპორტის დასახლება, აფრიკა, ზემო და ქვემო ფონიჭალა, ავჭალა, ზაჰესი, სოფელი გლდანი, გლდანულა.
ქ. რუსთავი და ქ. თბილისის ახლომახლო აგარაკები - 30 ლარი
* გამარჯვება, ტაბახმელა, ოქროყანა, კიკეთი, წყნეთი, კოჯორი, შინდისი, თხინვალი, წოდორეთი, წინუბანი, ნასაგური და ა.შ.